პოლონეთში დააკავეს პუტინის ოპონენტი რუსი ხელოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

რობერტ კუზოვკოვი, ცნობილი იყო ასევე როგორც სემიონ სკრეპეცკი

პოლონეთმა დააკავა რუსი ოპოზიციონერი მხატვრისა და "აქციონისტის", სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი, საქართველოს 22 წლის მოქალაქე.

ეჭვმიტანილის დაკავებაზე 22 ოქტომბერს განაცხადა სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წერს სიემონიაკი X-ზე.

სემიონ სკრეპეცკის, რომელიც კრემლის ელიტასა და კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, ივნისში პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.

იმ დროისთვის, პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს პასპორტით სარგებლობდა. ასევე დაკავებული იყო ბელარუსის ორი მოქალაქე, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს.

ასევე ნახეთ

წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს პასპორტის მქონე კაცს, რომელსაც პუტინის მოწინააღმდეგე მხატვრის მკვლელობაში ედება ბრალი

კუზოვკოვი ცნობილი იყო თავისი ნამუშევრებით, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, და თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ბერლინში საპროტესტო აქციაც გამართა.

ასევე ნახეთ

„მე ვხატავ სამყაროს ისეთს, როგორიც არის“ – პუტინისა და “რუსკი მირის” მამხილებელი მხატვარი ემიგრაციაში მოკლეს