რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში ორი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა

რუსეთის იერიშის შედეგები კიევში. 24 ოქტომბერი, 2026.

რუსეთის ჯარებმა 23-24 ოქტომბრის ღამეს უკრაინას 126 უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს, მოხვედრა დაფიქსირდა 14 ადგილზე. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, დამოუკიდებელი მონაცემები არ მოიპოვება. წუხელ სარაკეტო დარტყმები არ ყოფილა.

კიევში, ობოლონის რაიონში, რუსეთის დარტყმის შედეგად დაინგრა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაშავდა ორი ადამიანი.

ფრონტისპირა დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა. დაიღუპნენ დონეცკის ოლქის ქალაქების, კრამატორსკისა და სლავიანსკის მცხოვრებლები. რუსეთი ამ ქალაქებს მართვადი ავიაბომბებით უტევს. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

სუმიში დარტყმის ქვეშ მოჰყვა საქალაქო ავტოსატრანსპორტო საწარმო, დაზიანდა ან განადგურდა 15-მდე სამარშრუტო ტაქსი.

ასევე ნახეთ

უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა ქარხანა „პროტონზე“ ქალაქ ორიოლში