რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ ლოზოვაიაზე

საწყობი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. ლოზოვაია, 24 ოქტომბერი, 2026.

შაბათს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ ლოზოვაიაზე. იერიშის სამიზნე იყო საწყობი. შენობაში ხანძარი გაჩნდა, იტყობინება ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი.

დაიღუპა 54 წლის მამაკაცი. სამი ადამიანი დაიჭრა: 37 წლის ქალი, ასევე 26 წლისა და 43 წლის მამაკაცები.

ასევე ნახეთ

რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში ორი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა

ასევე ნახეთ

უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა ქარხანა „პროტონზე“ ქალაქ ორიოლში