ტრამპი: შესაძლოა ირანი ისევ დავბომბოთ, შეიძლება ეს ხვალვე გავაკეთოთ

დონალდ ტრამპმა ირანის შესაძლო დაბომბვის შესახებ განცხადება მედიასთან საუბრისას გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არც თეირანთან არც შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს და არც იმას, რომ ამერიკამ კიდევ ერთხელ დაბომბოს ირანი, "შეიძლება ხვალვე." ტრამპის თქმით, თეირანს შეთანხმების გაფორმება სურს, თუმცა აშშ არ არის დარწმუნებული, რომ ისინი ამ შეთანხმებას შეასრულებენ.

"მართლა გგონიათ, რომ გეტყვით, ვაპირებ თუ არა ამის გაკეთებას" - უთხრა მან ჟურნალისტებს ირანთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრისას, როცა თქვა, რომ არ არის გამორიცხული კიდევ ერთხელ დაბომბოს შტატებმა ირანი. მისი ამ განცხადების ფონია 2026 წლიდან ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის არაერთი ჩაშლილი მცდელობა და თავად ტრამპის 9 ოქტომბერს გაკეთებული გაცნხადება იმის შესახებ, რომ კონგრესის არჩევნებამდე, რომელიც შტატებში ნოემბერში გაიმართება, ირანზე შეტევას არ მიიტანს.


ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ ნოემბრის არჩევნებამდე არ მიიტანს იერიშს ირანზე

„შეიძლება, მომიწიოს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საბოლოოდ დასრულება. ან იქნებ შეთანხმებას მიაღწიონ. დარწმუნებული არ ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმარჯვებთ“, – თქვა ტრამპმა 24 ოქტომბერს.

ასევე ნახეთ

დაუმთავრებელი ომი, ზოგიერთი ირანელის ღია მოთხოვნა, შეიქმნას ბირთვული ბომბი და შეფასებები