ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Financial Times (FT), გერმანიის ხელისუფლების გეგმებში გათვითცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. მოელიან, რომ პირველი პარტიის შესყიდვაზე შეთანხმება უახლოეს კვირებში გაფორმდება.
2027 წლის დასაწყისში გერმანელი სამხედროების გეგმავენ რაკეტების ტექნიკურ გამოცდას. თუ გამოცდა წარმატებით ჩაივლის, გერმანიამ, შესაძლოა, უფრო მსხვილი შეკვეთა გააკეთოს, რამდენიმე ასეულ ერთეულზე. FT-ის მონაცემებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გერმანია შეისყიდის უკრაინაში წარმოებულ, შემტევ იარაღს.
"ბარსზე" მუშაობა დაიწყო 2023 წელს. ფორმალურად, რაკეტას მისადაგებული აქვს უპილოტო საფრენი აპარატის კლასიფიკაცია, თუმცა მისი მწარმოებლები მას ფრთოსან რაკეტად მოიხსენიებენ. მათი მონაცემებით, ფრენის მანძილი აღწევს ათას კილომეტრს, სიჩქარე აჭარბებს 700 კილომეტრს საათში, ხოლო საბრძოლო მასა თითქმის 60 კილოგრამს უტოლდება. რაკეტის წარმოებაში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები.
"ბარსს" იყენებენ რუსეთის საჰაერო სამიზნეთა გადატაცებისთვისაც. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ ასეთი გადატაცების ეფექტიანობა 30-მდე პროცენტს უტოლდება.