„სტუდენტურმა სიამ,“ ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს სტუდენტური ასამბლეების მიერ შერჩეულ მკვლევრებს, ფერმერებს, მსახიობებსა და აქტივისტებს, 25 ოქტომბრის არჩევნებში 250-წევრიანი პარლამენტის 140 მანდატი მოიპოვა. SNS-ს 104 ადგილი ერგო.
სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩზე მოპოვებულ გამარჯვებას ზეიმი მოჰყვა. ჯგუფმა პირობა დადო, რომ განახორციელებს შიდა ანტიკორუფციულ პროგრამას, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმებზე იქნება ორიენტირებული.
პარლამენტის ახალი სპიკერის პოსტზე წარდგენილი ალექსანდარ ჩუპიჩის ხელმძღვანელობით, „სტუდენტური სიის“ დეპუტატები თავიდან პარკში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც წითელ ხალიჩაზე გაიარეს და პარლამენტის შენობაში ერთად შევიდნენ.
როდესაც შენობაში შევიდნენ SNS-ის დეპუტატები, მათ შორის ვუჩიჩი, შეკრებილმა ხალხმა მათ სტვენა დაუწყო. ერთი ქალი SNS-ის დეპუტატს, ცნობილ მსახიობ ლიდია ვუკიჩევიჩს მიუახლოვდა და თმაზე მაწონი გადაასხა. ვუჩიჩმა და ვუკიჩევიჩმა მომხდარი ინციდენტი დაგმეს.
სერბეთში ახალი პარლამენტის პირველი სხდომა იმართება
სერბეთის პარლამენტის დეპუტატები პარლამენტის პირველ სხდომაზე ფიცს დებენ. ბელგრადი. 2026 წლის 17 ნოემბერი
სერბეთის „სტუდენტური სიის“ წევრ კანონმდებლებს 17 ნოემბერს პარლამენტში შესვლისას, პირველი სხდომის წინ, ასობით მხარდამჭერი მიესალმა. ოქტომბრის არჩევნებში მათმა გამარჯვებამ "სერბეთის პროგრესული პარტიის" (SNS) 14-წლიანი მმართველობა დაასრულა.