სერბეთში 17 ნოემბერს გაიმართა ახალი პარლამენტის პირველ სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა ფიცი დადეს.
სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლების გასულ თვეს მოპოვებულმა ისტორიულმა საარჩევნო გამარჯვებამ ალექსანდარ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესული პარტიის" - SNS-ის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა.
წარმატება მოჰყვა თითქმის ორწლიან საპროტესტო აქციებს, რომლებიც 2024 წელს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევამ გამოიწვია, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.
„სტუდენტურმა სიამ,“ ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს სტუდენტური ასამბლეების მიერ შერჩეულ მკვლევრებს, პროფესიონალებს, ფერმერებს, მსახიობებსა და აქტივისტებს, 25 ოქტომბრის არჩევნებში 250-წევრიან პარლამენტში 140 მანდატი მოიპოვა. SNS-ს 104 ადგილი ერგო.
პარლამენტის საინაუგურაციო სხდომა, რომელზეც მოძრაობის 140-მა კანდიდატმა ოფიციალურად დაიკავა თავისი ადგილი, ფორმალურად აღიარებს მოძრაობის უმრავლესობას და მთავრობის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
დღეს თქვენ ჩვენი ინსტიტუტების გათავისუფლების პირველი დღის მომსწრენი გახდით - პროცესისა, რომელიც მარტივი არ არის, – განუცხადა პრესას გახსნის სხდომის შემდეგ „სტუდენტური სიის“ კანონმდებელმა და ბელგრადის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა იოვო ბაკიჩმა.
მანამდე ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა პარლამენტის შენობის გარეთ ახალი კანონმდებლების მისასალმებლად.
ზოგიერთს ეჭირა პლაკატები, რომლებითაც ახლად არჩეულ დეპუტატებს წარმატებას უსურვებდნენ, მაშინ როდესაც ვუჩიჩის პარტიის კანდიდატების გამოჩენას დაცინვა და სტვენა მოჰყვა.
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ახალ უმრავლესობას 90 დღე ექნება პრემიერმინისტრის დასასახელებლად, სამთავრობო პროგრამის წარსადგენად და მთავრობის ფორმირებისთვის.
სტუდენტურმა მოძრაობამ ფართომასშტაბიანი რეფორმების პირობა დადო, მათ შორის ჯანდაცვის გაუმჯობესების, განათლების გაძლიერებისა და თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების.
მას ასევე მოუწევს ქვეყნის ისტორიულად მჭიდრო კავშირების გაწონასწორება. რუსეთსა და მის დიდი ხნის გაცხადებულ მიზანთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან, და ასევე ურთიერთობების მართვა კოსოვოსთან - თავის ყოფილ პროვინციასთან, რომლის 2008 წლის დამოუკიდებლობის ცალმხრივ გამოცხადებას ბელგრადი არ აღიარებს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 27 ნოემბრამდე უნდა დაინიშნოს და 27 დეკემბრამდე გაიმართოს.