რუსეთში შეტევა იყო „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურ „კალეიკინოს” 2026 წლის თებერვალშიც დაარტყეს.

19 ნოემბერს დილით აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე სოფელ კალეიკინოს რაიონში, სადაც ნავთობის საქაჩი სადგური აქვს რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ კომპანია „ტრანსნეფტს“.

თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, კონკრეტულად კალეიკონო ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ამ ცნობის მიხედვით, უკრაინული დრონებით დარტყმა იყო ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, „მსხვილი ხანძარი თავიდანაა აცილებული“ ავტომატური ანტისახანძრო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს და მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ადგილობრივი წყაროების ცნობით, დარტყმა იყო სწორედ სადგურ „კალეიკინოზე” და იქ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

  • ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებული კომპანიის, „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩი სადგური „კალეიკინო” ამავე სახელწოდების სოფელსა და ქალაქ ალმეტიევსკს შორის მდებარეობს და რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ სადგურს 2026 წლის თებერვალშიც დაარტყეს.
  • „კალეიკინო” უკრაინიდან დაახლეობით 1300-ს კილომეტრში მდებარეობს.

ასევე ნახეთ

ყირიმის ხიდზე ისევ შეტევა იყო

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტებია.

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი.

ზელენსკის შეფასებით, ეს არის უკრაინის სამართლიანი პასუხი იმაზე, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უარს ამბობს და უკრაინის ენერგეტიკაზე დარტყმებს აგრძელებს.

რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.