სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი ამ ნაბიჯს განიხილავს როგორც „ეროვნების ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას“, რომელიც არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სპორტის პრინციპებს, არამედ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ სტანდარტებს.
”ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ფინეთის ყველა კონფრონტაციულ ნაბიჯს და ეს უდავოდ იქნება გათვალისწინებული ამ ქვეყანასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისას”, - განაცხადა სამინისტრომ.
წინა კვირაში ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას ზღუდავს, და რომ სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, მათ ამ ქვეყანაში „არაფერი ესაქმებათ“.
ფინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მკაცრდება შეზღუდვები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოკლევადიანი სამუშაო ვიზების (მათ შორის, პროფესიული სპორტის სფეროში) მიღებას ცდილობენ.