კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ სოციალური ქსელებით 20 ნოემბერს გამთენიისას გავრცელებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის სამ რაიონში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურის ობიექტი. დარტყმა იყო ერთ-ერთი ხიდის მახლობლად.
კიევზე საჰაერო შეტევა იყო 19 ნოემბერს ღამითაც. კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. დაზიანდა სახლები და სხვა შენობები, მათ შორის ავსტრიის საელჩოს შენობა.
ავსტრიის საელჩოს შენობის დაზიანებული ფანჯრები. კიევი, 2026 წლის 19 ნოემბერი
მინები ჩაიმსხვა კიევის ვლადიმირ საკათედრო ტაძარში. შედეგების ამსახველი ფოტოები უკრაინის ეკლესიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
19 ნოემბერს რუსეთის საჰაერო შეტევამ დააზიანა კიევის ვლადიმირის ტაძარიც
19-დან 20 ნოემბრის ღამით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც.
მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ხარკოვის შევჩენკოს რაიონში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება. დაშავდა სულ მცირე, ოთხი ადამიანი.
რუსეთის ჯარებმა ხარკოვს შეუტიეს 19 ნოემბერს გვიან საღამოსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დარტყმა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მახლობლად. დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი.