სამუშაოები არსებულ მაგისტრალურ გაზსადენთან ახალი გაზსადენის მიერთებას უკავშირდებოდა. კომპანიის განმარტებით, ეს სტაბილური გაზმომარაგებისთვის იყო საჭირო.
თავდაპირველი გეგმით, გაზის მიწოდება 24 ნოემბერს, 04:00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო, მისი ეტაპობრივი აღდგენა კი 30 საათის შემდეგ, 25 ნოემბერს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. გაზის გათიშვის გეგმას სოციალურ ქსელებში მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა.
„სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აცხადებენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.
გათიშვა იგეგმებოდა კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, დაბა ბაკურიანში.
ასევე ნახეთ
ენერგიის ექსპორტი და გადამცემი ხაზები - თბილისმა, ბაქომ, ანკარამ და სოფიამ შეთანხმება გააფორმესდასავლეთ საქართველოში გათიშვა შეეხებოდა საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე აჭარას.