Wizz Air-ის თვითმფრინავი ბერლინში ვერ გაფრინდა

რეისი ხვალ, 25 ნოემბერს, შესრულდება.

დღეს, 24 ნოემბერს, დილით ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი დედაქალაქში დაეშვა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ტურბულენტურ სივრცეში მოხვდა - აღელვების გამო ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა.

ქუთაისი-ბერლინის რეისი

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისის მგზავრებს თბილისიდან ქუთაისში გადაიყვანენ და სასტუმროებში გადაანაწილებენ. ფრენა ხვალ, 25 ნოემბერს, შესრულდება.

„ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ „ვიზეარში“.

მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ“.

„ვიზეარი“ ქუთაისიდან ორი სიხშირით ასრულებს ფრენებს ქუთაისი-ბერლინი-ქუთაისის მიმართულებით. მგზავრებს, რომლებიც დღეს მოფრინავდნენ ბერლინიდან, ხვალ გამოემგზავრებიან.

ასევე ნახეთ

Wizz Air-მა კისრის ბალიში უფასო ნივთების ჩამონათვალიდან ამოიღო