ბუდანოვი: ტყვეების შემდეგი გაცვლა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაიწყება

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებზე აბუ-დაბიში. 2026 წლის 10 ნოემბერი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ვარაუდობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების შემდეგი გაცვლა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში დაიწყება.

ბუდანოვის თქმით, მასშტაბური გაცვლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება:

„გაიცვლება ათასი [ტყვე - რ.თ.] რამდენიმე ასეულად. რამდენიმე ეტაპად. ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, ერთ დღეში გამოვიდეს“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ასევე ნახეთ

„რუსეთის მოთხოვნებს საზღვარი არ აქვს“ - დმიტრო ლევუსი აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გაცვლა უკვე მზადდება და თანხმდება რუსეთის მხარესთან. ბუდანოვის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე ვისი დაბრუნება სურს რუსეთს და ვისი - არა, თუმცა ასეთი მომენტები უწინდელ გაცვლებსაც ახლდა. პირველი ეტაპი შობამდე ბევრად ადრე უნდა მოხდეს:

„ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი - ესაა მეტნაკლებად რეალური თარითები, როცა პირველი სამხედრო ტყვეები უნდა დაბრუნდნენ“.

ასევე ნახეთ

აბუ-დაბიში დასრულდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ტყვეების დიდ გაცვლაზე.