რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შესაბამისი დადგენილება უკვე მზადდება და ის ძალაში შევა დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში.
მანამდე პოლონეთმა ნატოელ მოკავშირეებს შესთავაზა განეხილათ უკრაინის ტერიტორიის თავზე რუსეთის რაკეტების გადატაცების შესაძლებლობა, თუკი ისინი ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ბლუმბერგმა“.
25 ნოემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ეთერში განაცხადა, რომ კიევის თხოვნით განხორციელებული ასეთი მოქმედება შესაძლებელია განხილული იყოს თავდაცვის აქტად:
„რაკეტა ან უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს უახლოვდება, ჩვენთვის წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს“.
ასევე ნახეთ
ჩრდილოატლანტიკური საბჭო განიხილავს პოლონეთში რუსეთის რაკეტის ჩამოვარდნას„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნატოს ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭირა პოლონეთის ინიციატივას, სხვებმა გამოხატეს შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხის გამო. აღნიშნულ საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი განხილვა მიმდინარეობს. ინიციატივის განხორციელებას ნატოს ყველა წევრისა და უკრაინის თანხმობა და ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია დასჭირდება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან საკითხის განსახილველად, თუმცა ჯერჯერობით არ ავლენენ მოქმედებისთვის მზადყოფნას. კოსინიაკ-კამიშის თქმით, ასეთ ინიციატივას პოლონეთი მარტო ვერ განახორციელებს.
ასევე ნახეთ
პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსული წარმომავლობის იყოსაკითხზე მსჯელობის საბაბად იქცა 20 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის დროს, რუსეთის სამი ფრთოსანი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნა. პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა საჰაერო სივრცის დარღვევა მოსკოვის მხრიდან წინასწარ განზრახულ პროვოკაციად შეაფასა.