გულშემატკივართან დაპირისპირება „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერეს

ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.

ბათუმის ქუჩებში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.

საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.

  • გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.
  • დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.
  • გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
  • სავარაუდოდ, არიან დაკავებულები - რადიო თავისუფლება ცდილობს მათი საერთო რაოდენობის დაზუსტებას შსს-სთან.

„ბეშიქთაში“ vs „ჰაპოელ ბეერ შევა“

ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის ბეერ შევას „ჰაპოელი“.

მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.

  • გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
  • არიან დაშავებულები;
  • გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.
  • რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.

ასევე ნახეთ

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო


რატომ ბათუმში?

  • მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
  • თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;
  • უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

როგორია პოლიტიკური კონტექსტი?

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.

ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრადაა გაუარესებული.

  • „ბეშიქთაში“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის თელავივის „მაკაბის“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - ისე, რომ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.
  • ამის წინაპირობა იყო „მაკაბის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდურ „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში (ეს მატჩი ამსტერდამში გაიმართა).