მან გააზიარა „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან და დაწერა:
„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.
ელჩის პოსტის სკრინშოტი.
მოგვიანებით, - მას შემდეგ, რაც ელჩის პოსტი X-ზე ქართულ ფეისბუკზეც გავრცელდა, - ელჩის X-ის ანგარიში საჯარო აღაა - მისი პოსტები მხოლოდ უკვე არსებული გამომწერებისთვის არის ღია.
რა მოხდა ბათუმში
თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ღაზის ომის დაწყების შემდეგ მკვეთრადაა გაუარესებული.
ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
ასევე ნახეთ
პოლიციის და გულშემატკივრების დაპირისპირება „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა - მატჩი დროებით შეაჩერესპოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
- მანამდე იყო დაპირისპირება ბათუმის ქუჩებში.
- „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები გარკვეულ ნივთებს ესროდნენ პოლიციელებს.
- პოლიციელებმა რამდენჯერმე გამოიყენეს სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
მომხდარს თურქეთში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. ანკარაში საქართველოს სამართალდამცავების მოქმედებები გააკრიტიკეს.
თურქი გულშემატკივრებისადმი მოპყრობა გააკრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმაც.
ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთმანეთს ესაუბრნენ თურქეთისა და საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები.