ზელენსკისთვის პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრად მოხსენიების ტოლფასია

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. ჩინეთი, ქალაქი შენჭენი, 2026 წლის 19 ნოემბერი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვს „უცნაურია", რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მეგობარს" უწოდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ეს ზელენსკიმ განაცხადა ბრიტანულ BBC-სთან.
  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პუტინთან ერთად ჩინეთში გადაღებული ფოტო, დიდი წარწერით: „ჩემი მეგობარი“.
  • ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა უშუალოდ შეხვედრის დღესაც, 19 ნოემბერს.

„აგრესორი და მკვლელი“ მეგობარი ვერ იქნება

BBC-სთან უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ 26 ნოემბერს ღამით გამოაქვეყნდა.

ჟურნალისტ სარა რეინსფორდის ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა იგრძნო უკრაინის პრეზიდენტმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და წარწერა ნახა.

ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი იყო, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ „უცნაურია“.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, პუტინი „აგრესორი და მკვლელია“ და „ის მეგობარი ვერ იქნება. ზელენსკის განცხადებით, ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმეს ჰიტლერზე ეთქვა, რომ ის „კარგი მეგობარია“.

ასევე ნახეთ

„სი ძინპინმა პუტინს თავისი ადგილი მიუჩინა“ - ოლეგ ჟდანოვი შენჭენის სამიტზე 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინზე დადებითად და პატივისცემით არაერთხელ უსაუბრია მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ხშირად აკრიტიკებდა.