ამ კვირის დასაწყისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა სერჰი ბესკრესტნოვმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ ვარდება ცეცხლის სფეროში გახვეული სამიზნე, და განაცხადა, რომ რუსული რეაქტიული დრონი „გერანი“ ლაზერული სისტემით „პირველად“ ჩამოაგდეს.
“ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ასახულია უკრაინული ლაზერული სისტემის საბრძოლო გამოყენება მტრის რეაქტიული დრონის გასანეიტრალებლად”, - განაცხადა Brave1-მა.
ჯგუფმა დასძინა, რომ იარაღი შექმნა Brave1-ის გრანტის მიმღებმა და მას საჰაერო თავდაცვის კერძო ჯგუფი მართავდა.
თუმცა Brave1-ის გაფრთხილებით, „პირველი წარმატებული გადაჭერა არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია მზად არის მასობრივი გამოყენებისთვის“.
“ლაზერული საჰაერო თავდაცვა კვლავ ექსპერიმენტულ ტექნოლოგიად რჩება”, განაცხადა ჯგუფმა და დასძინა, რომ ამჟამად უკრაინაში ლაზერულ იარაღზე სულ მცირე შვიდი ჯგუფი მუშაობს.
ზელენსკის მრჩეველმა ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Blysk-ი და კომპანია Carmine Sky-ს მიერ არის შექმნილი, გადაჭერის მომენტში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იცავდა.
მთელი ომის განმავლობაში უკრაინის ქალაქები, სოფლები და სხვთა შორის სამოქალაქო ობიექტები რუსული დრონებისა და რაკეტების თითქმის ყოველდღიური სამიზნეა.
ბოლო თვეებში მოსკოვი სულ უფრო ხშირად იყენებს რეაქტიულ დრონებს, რომლებიც უფრო სწრაფია და უფრო რთულია ჩამოსაგდებად, ვიდრე ადრინდელი მოდელები.
Brave1-ის თანახმად, ლაზერული იარაღი 1970-იანი წლებიდან მუშავდება, თუმცა მოქმედ მდგომარეობაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. ამ ტექნოლოგიით საჰაერო სამიზნეების წარმატებული საბრძოლო ჩამოგდება კვლავ იშვიათობას წარმოადგენს.
უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი
ისრაელის წარმოების ანტისარაკეტო გადამტაცი ლაზერული სისტემა (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ლაზერული იარაღი რუსული რეაქტიული დრონის ჩამოსაგდებად, — განუცხადა AFP-ს პარასკევს ქვეყნის სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედმა თავდაცვის ჯგუფმა Brave1-მა.