თურქეთი აცხადებს, რომ აშშ-ში „დოსიეები გაგზავნა“ გიულენის ექსტრადიციისთვის

ბინალი ილდირიმი

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქეთის პარლამენტს განუცხადა, რომ ანკარამ აშშ-ში ოთხი დოსიე გაგზავნა ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნით.

გიულენს ანკარა ადანაშაულებს 15 ივლისის წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში. „ჩვენ ამერიკელებს იმაზე მეტ სამხილს გავუგზავნით, ვიდრე მათ სურთო“, - განაცხადა ილდირიმმა. თურქეთის პრემიერმა ვაშინგტონი დაადანაშაულა ტერორიზმთან ბრძოლის ორმაგ სტანდარტებში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მანამდე განაცხადა, რომ აშშ განიხილავს ექსტრადიციის მოთხოვნას, თუმცა მას სამხილები ესაჭიროება და არა ბრალდებები.

თურქეთის მთავრობა 2013 წელს ითხოვდა გიულენის ექსტრადიციას, კორუფციის სკანდალთან დაკავშირებით, თუმცა წარუმატებლად.