ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა ხელი.
დადგენილებით შეიქმნა ხუთწევრიანი სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს.
კომისიამ 1 იანვრამდე უნდა აღრიცხოს სააგენტოს ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს, რომელ უწყებებს გადაეცემა სააგენტოს ქონება, ვალდებულებები და დოკუმენტაცია.
კომისიამ ის უწყებაც უნდა შეარჩიოს, რომელიც სააგენტოს დახურვის შემდეგ შეამოწმებს, როგორ ასრულებენ გრანტის მიმღებები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თავად სააგენტომ კი წლის ბოლომდე უნდა გააუქმოს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი.
ასევე ნახეთ
„გრანტების სააგენტო“ იხურებასააგენტოს დახურვის შესახებ ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს განაცხადა. მაშინ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უწყება „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურებოდა. გადაწყვეტილების მიზეზზე საუბრისას კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს „ხელოვნური ფენომენი“ უწოდა და თქვა, რომ მათი დაფინანსება არასწორად მიაჩნდა.
კანონი, რომლის საფუძველზეც სააგენტო შეიქმნა, პარლამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო. იმავე წლის 15 აპრილს კობახიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას სააგენტოს შექმნის შესახებ.
ასევე ნახეთ
გასტრონომიის სააგენტოს ხელფასებზე 2027 წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯებაიმავე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი. ცვლილებების თანახმად, უცხოელი დონორისგან გრანტის მისაღებად ორგანიზაციებს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა დასჭირდათ. თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით განისაზღვრა.