„ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა... შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია. შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოაწერა. სააგენტოს ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეფინანსებინა.
სააგენტოს შექმნამდე ორი თვით ადრე, 2025 წლის 20 თებერვალს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.
ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
- გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
- პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
- გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
- თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
- უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
ფორუმი