სტუდენტური აქციების მერვე დღე

Your browser doesn’t support HTML5

დაპირისპირებული სტუდენტების ორივე მხარე ღამისთევის შემდეგ უნივერსიტეტში რჩება და პოზიციების დათმობას არ აპირებს. სტუდენტური თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები ძირითადად შენობაში იმყოფებიან და რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტების მეორე ფრთა გარეთ მართავს აქციას. მათ ორი მოთხოვნა აქვთ, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის სისტემის, მათ შორის თვითმმართველობის სისტემის, რეორგანიზაციასა და შსს-ს წარმომადგენლების უნივერსიტეტში ყოფნის საკითხს. თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ მის დატოვებას არ აპირებენ სანამ პაპავა თანამდებობას არ დატოვებს. მოგვიანებით მათ აკადემიური საბჭოს ოფისში გადაინაცვლეს.