თუშეთი - ზღვის დონიდან 3000 მეტრზე

თუშეთში მოსახვედრად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გზა (2917 მ.) უნდა გაიაროთ, რომელიც "აბანოს" უღელტეხილზე გადის. ამ გზის გავლა ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი. ალვანიდან ომალომდე მიმავალი გზა ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ გზად არის მოხსენებული 2013 წელს BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე საშიში გზები."

Your browser doesn’t support HTML5

თუშეთი


თუშეთს, განსაკუთრებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2003 წლიდან მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და დაცულ ლანდშაფტს.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია 10 ტურისტული ბილიკი.

თუშეთში ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება - ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ზამთარში თუშეთში არც ადგილობრივები რჩებიან მძიმე კლიმატის და დიდთოვლიანობის გამო.

თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული.

თუშეთში გარდა განსაკუთრებული გარემოსი, ავთენტური არქიტექტურისა და ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიციული დღესასწაულებისა, საინტერესოა ის მითები და ლეგენდები, რაც თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადაეცემოდა.

Your browser doesn’t support HTML5

წუმბერეხი, სიყვარულის კლდე

2018 წლის მაისში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თუშეთში არსებული ძეგლების სარეაბილიტაციო კვლევების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. კვლევების ღირებულება 400 000 ლარი უნდა ყოფილიყო და მას 10 სოფელი მოეცვა.