ომის ძაღლები: უკრაინელი ჯარისკაცები და მათი მეგობრები

უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ომში მათი ოთხფეხა კომპანიონებიც არიან.

უკრაინელი ჯარისკაცი ალექსანდრი, 24-ე ბრიგადიდან, სანგრებში ლეკვს ეთამაშება. ფრონტის ხაზი უკრაინულ სოფელ ნიუ-იორკთან გადის, 4 აპრილი.

ომსა და ძაღლებს დიდი ისტორია აქვთ. მისი ფესვები შორეულ წარსულში იკარგება. ძაღლების როლი ომში სხვადასხვა იყო, ისინი მონაწილეობდნენ დაზვერვაში, ყარაულში, ეძებდნენ კვალს, კურიერებიც კი იყვნენ.

უკრაინელი ჯარისკაცი მესამე საშტურმო ბრიგადიდან საფარში ძაღლთან ერთად პოზირებს, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორია, 23 აპრილი.

ბევრი ჯარისკაცისთვის ძაღლი ნუგეში და ემოციური მხარდაჭერაა.

ბასი გერმანული ნაგაზია. ის გამნაღმველების უკრაინულ ქვედანაყოფს „ედელვაისს“ დაჰყვება. ისინი ბახმუტის სასტიკი ბრძოლებიდან 14 აპრილს დაბრუნდნენ. შარშან ზაფხულს დანაყოფმა ძაღლი კიევთან იპოვა და გადაარჩინა. მას შემდეგ ბასი მათთან ერთად სხვადასხვა ფრონტზე მოგზაურობს.

უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთი დანაყოფის ძაღლთან ერთად სეირნობენ, კრემენაიას მიმდებარე ტერიტორია, 13 მარტი.

ძაღლი სახელად ჩიპი უკრაინელ სამხედროებთან ზის. ისინი ბახმუტთან ტანკს არემონტებენ, 20 იანვარი.

34 წლის იაროსლავი ძაღლს ეფერება და თან დრონით მიღებულ კოორდინატებს ბახმუტთან მყოფ თანამებრძოლებს გადასცემს, 1 დეკემბერი, 2022 წელი.

პოზიციაზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი ივანი ძაღლს ეფერება, ნიკოლაევსკის რეგიონი, 26 ოქტომბერი, 2022 წელი.

ძაღლი სახელად ოდინი, რომელიც უკრაინელ სამხედროებთან ცხოვრობს, ავტომატთან ისვენებს. იქვე ფრონტის ხაზია. ნიკოლაევსკის რეგიონი, 21 ოქტომბერი, 2022 წელი.

უკრაინელი სამხედრო და ძაღლი ბახმუტთან სანგრებში სხედან, 5 ოქტომბერი, 2022 წელი.

ხარკოვის რეგიონში ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელი სამხედრო ძაღლს ეთამაშება, 12 სექტემბერი, 2022 წელი.

უკრაინელი სამხედრო ძაღლთან ერთად რუსულ პოზიციებს ზვერავს. ჩრდილოეთი დონეცკი, 20 ივნისი, 2022 წელი.