„მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ასევე ნახეთ
მინისტრები, რომლებსაც შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთეს წესი იმოქმედებს ქალაქებში:
- თბილისი;
- ბათუმი;
- ქუთაისი;
- რუსთავი.
დედაქალაქი
დაიყო 10 სასკოლო უბნად:
- ისანი;
- სამგორი;
- ვაკე;
- საბურთალო;
- დიდუბე;
- ჩუღურეთი;
- გლდანი;
- ნაძალადევი;
- მთაწმინდა;
- კრწანისი.
„თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებულ ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ეს იმას ნიშნავს, რომ რომელიმე გარე უბანში მაცხოვრებელ ბავშვს ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლაში ვეღარ შეიყვანენ.
ქუთაისი - 5 სასკოლო უბანი:
- ავტოქარხანა;
- გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;
- ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;
- ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;
- ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.
ბათუმი - 4 სასკოლო უბანი :
- ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;
- ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;
- თამარი, მწვანე კონცხი;
- გონიო, აეროპორტი, სამრეწველო.
რუსთავი - 3 სასკოლო უბანი:
- დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;
- ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;
- გ. ჭყონდიდლის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.
სხვა ქალაქები:
ზუგდიდში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, თელავში და ფოთში სასკოლო უბნები არ იქნება და რეგისტრაცია ნებისმიერ სკოლაში იქნება შესაძლებელი.
ასევე ნახეთ
8 მთავარი ცვლილება „ოცნების“ ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვითასევე ნახეთ
„ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტიარეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისამდე გაგრძელდება.
პირველკლასელთა რეგისტრაცია
2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყო. ეს პროცესი ოთხი ეტაპისგან შედგებოდა, რომელსაც კიდევ ერთი, უბნების მიხედვით გადანაწილება დაემატა.
I ეტაპი: 18 თებერვალი-2 მარტი (დასრულდა)
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებსაც აქვთ
- ფიზიკური შეზღუდვა;
- ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
- სწავლის უნარის დარღვევა;
- სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
- მეტყველების განვითარების დარღვევა;
- ქცევითი და ემოციური დარღვევა;
- გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
- სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
- აუტიზმის სპექტრი.
II ეტაპი: 21 აპრილი-8 მაისი
ყველა იმ ბავშვს დაარეგისტრირებენ, რომლის და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია მასწავლებელი, ანდა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი რეგისტრირდება.
მშობელმა ან მეურვემ საჭირო დოკუმენტები სკოლაში უნდა შეიტანოს.
III ეტაპი: 15-25 მაისი
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია. ეს წელს სიახლეა.
IV ეტაპი - 15 ივნისი-3 ივლის
ვებსიტზე (registration.emis.ge) რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სასურველი უბნისა და სკოლის მიხედვით.
V ეტაპი - 20 ივლისი-31 ივლისი
ამ შემთხვევაში მშობელი ან მეურვე მიდის იმ სკოლაში, სადაც ადგილებია დარჩენილი. ბავშვს სკოლა დაარეგისტრირებს.