ეს აშშ-ის ამ რანგის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია სომხეთის რესპუბლიკაში.
ჯეი დი ვენსის დელეგაციას თან ახლავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგი.
ჯეი დი ვენსის თვითმფრინავი ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში 9 თებერვალს, 17:05 საათზე დაეშვა. მანამდე ის მილანში იმყოფებოდა.
მას აეროპორტში, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დახვდა სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი.
დაგეგმილია ჯეი დი ვენსისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა.
რადიო თავისუფლების ვაშინგტონის რეპორტიორის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, 19 თებერვალს ფაშინიანი და ალიევი გეგმავენ, დაესწრონ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს ვაშინგტონში.
ასევე ნახეთ ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის, აშშ-ის სამშვიდობო, სავაჭრო და მინერალების სტრატეგიის ფონზევიზიტის მიზანი
ვენსის ვიზიტი 24 თებერვალს დააანონსა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვენსი ამ ქვეყნებში ჩადის, რათა „გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“.
ასევე ნახეთ ახალი დერეფანი და საქართველო - რა თქვეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმამისივე თქმით, აშშ გააძლიერებს:
- „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან;
- მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან;
- ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ჩვენს შეთანხმებებს;
- აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას“.
„ახალი შეთანხმებები“
ვიზიტამდე ერევანმა მიანიშნა, რომ ახალი განცხადებები გაკეთდება ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის თქმით, გაკეთდება განცხადებები „მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის, უსაფრთხოებისა და კრიტიკული მინერალების სფეროებში“.
სომხეთის ხელისუფლება ასევე მიანიშნებს, რომ ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად განიხილავს ამერიკული კომპანიის შერჩევას. ასევე განიხილება რუსეთისა და ჩინეთის წინადადებებიც.
ასევე ნახეთ ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა - ტრამპივაჭრობა ირანთან და ტარიფები
ვიზიტის დაწყებამდე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა განაცხადა, რომ მასთან ასევე განიხილავენ დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებას, დაუწესდეთ 25%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ.
ირანი სომხეთის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებში მეოთხე ადგილს იკავებს.