რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
25 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლმა სამშვიდობო აქცია ჩაატარა. ღონისძიება თბილისში, ვერის ბაღში გაიმართა. ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა შეაგროვეს სამშვიდობო გზავნილები და მანათობელ ფრანზე დაამაგრეს. აქცია ჩატარდა მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 21 სექ
25 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა სტიქიაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე.
ხუდონჰესთან დაკავშირებით მესტიაში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მას სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
თბილისში, ადამიანის უფლებათა სახლში, 21 წლის წინ, 22 სექტემბერს, თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლები შეიკრიბნენ.
უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ - ამას ითვალისწინებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი.
12 სექტემბერს 107 წელი გავიდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ თარიღთან დაკავშირებით საყოველთაო მსვლელობა მოეწყო.
10 სექტემბერს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, მაღალმთიანი დასახლების კანონზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება საქართველოს მაღალმთიანეთის სტატუსი.
9 სექტემბერს ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე ავიაშოუ გაიმართა. ღონისძიება ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო პილოტებმა სხვადასხვა მანევრი შეასრულეს. ავიშოუზე
ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც ევროპისგან მხარდაჭერა ითხოვა.
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავშესაფარში მხოლოდ ქუჩის ძაღლები მიჰყავთ, მკურნალობენ და შემდეგ ან უკან აბრუნებენ, ან მსურველებს ჩუქნიან.
კვირის მთავარი თემა სტიქია იყო - იგულისხმება როგორც მაღლი სიცხე, ასევე კვირის ბოლოს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერი.
22 აგვისტოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ევროსაბჭოს ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში უფლებადამცველების დევნის ფაქტებს ეხმაურებიან და ითხოვენ, ევროსაბჭომ სათანადო ზომები მიიღოს, მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად. საუბარია უფლებადამცველების, რაულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლ
19 აგვისტოს საქართველოში ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - 41 გრადუსი.
15 აგვისტოს სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
14 აგვისტოს 22 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოვლენების დაწყებიდან. ომი დაახლოებით ერთ წელიწადს გაგრძელდა და 300 ათასამდე ადამიანის დევნილობა გამოიწვია.
13 აგვისტოს თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ერაყში იეზიდების მხარდასაჭერად ასამდე ადამიანი შეგროვდა. შეკრებილებმა პროტესტი გამოხატეს ერაყში იეზიდთა მასობრივი დევნის გამო და საერთაშორისო საზოგადოებას ამ თემისადმი მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს.
11 აგვისტოს თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ გადაწყვიტა მოსახლეობას შეხვედროდა. ქალაქის მერიასთან ორასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. შეკრებილების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველები იყვნენ. მათი ძირითადი მოთხოვნა დასაქმება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა.
7 აგვისტოს თბილისში, ლისის ტბაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კახეთსა და აჭარაში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს მყარი ნარჩენების მენეჯმენტი, კერძოდ, მათი მოგროვება და მეორადი მოხმარებისთვის გამოყ
თბილისის მერია რიყის განვითარების პროექტის გადახედვას გეგმავს. დავით ნარმანიამ ისაუბრა რიყეზე აშენებულ ე.წ. მილებზე, შუშის ხიდზე და ვარდების მოედანზე დამონტაჟებულ ველოსიპედზე.
ჩამოტვირთე მეტი