რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე მოგვითხრობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჟურნალ „ნეშნლ ჯეოგრაფიკის“ მიერ მოწყობილ გამოფენაზე მიწვეული იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.
3 ივნისიდან ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში 15 საათიდან 20:00 საათამდე სამდღიან აქციას მართავს. ყველა მსურველს შეუძლია აქციის მონაწილეებს წიგნები შესწიროს. წიგნები რეგიონებში არსებულ ბიბლიოთეკებს გადაეცმათ.
2 ივნისს თბილისში გაიხსნა ოთხდღიანი მსოფლიო კონგრესი, რომელზეც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებებისა და შედეგების მართვის საკითხებს განიხილავენ.
30 მაისს , თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით, გაიმართა ფორუმი „მესაქონლეობა საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“. ექსპერტებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობდნენ ფერმერები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც ამ სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
29 მაისს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გაიხსნა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ გამომცემლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. სულ რეგისტრაცია გაიარა 63-მა მონაწილემ - გამომცემლებმა, წიგნის მაღაზიებმა და გამავრცელებლებმა.
28 მაისს ილიას უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებითა და BBC-ს უშუალო მონაწილეობით.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში. ჩატარდა კონცერტები, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია და სხვა ღონისძიებები.
23 მაისს, პირველად საქართველოში, აფხაზეთის დღე აღინიშნა. ეს დღე საქართველოს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა და სიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება.
20 მაისს ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ აქტივისტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებას ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
ამ კვირის მთავარი მოვლენა საქართველოში სტუმრების ჩამოსვლა იყო. თბილისს ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები ეწვივნენ.
17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დროს, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა.
15 მაისს, თბილისში მეტალურგიის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, თურქეთის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გამართა. შეკრებილებმა თურქეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანადგომა გამოუცხადეს.
14 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სისხლის დონაციის აქცია გამართა. ამჯერად ლეიკოზით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა. უანგარო დონაციის აქციები საქართველოში პერმანენტულად ტარდება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
სახალხო დამცველმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო 2013 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის ერთი თავი - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“.
6 მაისს წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში „9 აპრილის“ ბაღში წითელი ჯვრის საზოგადოებამ გამწვანების აქცია გამართა.
5 მაისს თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გამოუცემელი საბავშვო ნაწარმოებების გამოფენა ჩატარდა. გამოფენაში ოცდაათამდე ავტორი მონაწილეობდა. გამოფენის მიზანია ავტორებისა და გამომცემლობების ერთმანეთთან დაკავშირება. ღონისძიება გაიმართა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ორგანიზებით.
თბილისში გაიხსნა გენდერის საკითხების შესახებ სამდღიანი კონფერენცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის იმის გაცნობა, თუ როგორ აისახება გენდერული საკითხები სკანდინავიის ქვეყნების კულტურასა თუ ლიტერატურაში.
29 აპრილს ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ მოსამართლეთა შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ჩამოტვირთე მეტი