რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
თბილისს სტუმრობდნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე საქართველოში იმყოფებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე.
24-26 აპრილს საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ინოვაციების კვირეული ტარდება. კვირეული მოიცავს IT სფეროში არსებულ ინოვაციებს და ასევე სხვა ტექნიკურ მიმართულებებსაც. კვირეულში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სხვა.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
22 აპრილს საქართველო შეუერთდა ევროპის იმუნიცაზიის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების ვაქცინაციას, მშობლების ინფორმირებას.
22 აპრილს დაიბადა ვლადიმირ ლენინი. რა იციან დღევანდელმა ქართველმა მოსწავლეებმა რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერზე?
11 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოეწყო. გამოფენაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად მონაწილეობენ უცხოური ორგანიზაციები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.
IREX-ის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა საქართველოში არსებული რადიოსადგურების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო კონსულტანტების შეხვედრა.
დღეს საზოგადოებამ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან შეიკრიბნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე 25 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენის მონაწილეები.
თბილისის 53-ე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი გათავისუფლებული დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.
საქართველომ ალიანსის ხელმძღვანელობისგან შექება დაიმსახურა როგორც „უსაფრთხოების ექსპორტიორმა“ ქვეყანამ და ნატოს არაწევრმა უმსხვილესმა კონტრიბუტორმა ავღანეთის მისიაში.
თბილისის 166-ე სკოლაში ცხრა აუტისტი ბავშვი სწავლობს სპეციალური პროგრამით. ბავშვებთან მუშაობენ როგორც მასწავლებლები, ასევე ფსიქოლოგები.
1 აპრილს, აწ უკვე დახურული ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ და შეეცადნენ დაცვის წევრებისთვის პეტიცია დაეტოვებინათ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით მის საფლავზე ხალხი შეიკრიბა.
თბილისში ტარდება ფერმერთა კონგრესი, რომელშიც როგორც ფერმერები, ასევე მთავრობისა და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონგრესი „ოქსფამისა“ და „ელკანას“ ორგანიზებით იმართება.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოქმედებს პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ეგიდით.
26 მარტს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.
თბილისის ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ჰაერის დაბინძურება და თბილისის ეკოლოგიური პრობლემები, მწვანე არქიტექტურა, დასუფთავება და ნარჩენების უტილიზაცია.
რუსთაველი მძღოლები ქალაქის მერიისგან ტენდერის გადავადებას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სამასამდე მძღოლმა 20 მარტს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, აქცია გამართა და მხარდაჭერა ითხოვა.
20 მარტს მთავრობის კანცელარიის წინ ორმოცდაათამდე ადამიანმა გააპროტესტა საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.
როგორ აფასებენ საქართველოში ყირიმის მოვლენებს? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მოვლენებმა საქართველოზე? ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ თბილისში გამოკითხვა ჩაატარა.
ჩამოტვირთე მეტი