რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
18 მარტს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით აქცია გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
გრძელდება კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომლის მიზანია მკაცრი რეგულაციით შეიზღუდოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბები.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კომპანია RMG Gold-ს ნებას აძლევს საყდრისი-ყაჩაღიანში მადნის მოპოვების სამუშაოები განაახლოს. ექსპერტთა ნაწილი ეწინააღმდეგება ამ დასკვნას.
11 მარტს ყოფილმა და მოქმედმა მეხანძრე-მაშველებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.
ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, ათასამდე ადამიანი ქოხებსა და ჯიხურებში არის შესახლებული. ეს დასახლება არჩევნების შემდეგ გაჩნდა, 2012 წელს.
ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, ათასამდე ადამიანი ქოხებსა და ჯიხურებში არის შესახლებული. ეს დასახლება არჩევნების შემდეგ, 2012 წელს, გაჩნდა.
5 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გვანცა ასათიანი. მან ილაპარაკა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული თანასწორობის კვირეულის შესახებ, რომელიც 4 მარტს გაიხსნა და 10 დღეს გასტანს.
4 მარტს, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, თბილისში, რიყეზე ჩატარდა დისკუსია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით.
3 მარტს ორასამდე აქტივისტი შეიკრიბა თბილისის სპორტის სასახლესთან, საიდანაც ისინი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გაემგზავრნენ. იქ რუსი და ოსი სამხედროები უკვე რამდენიმე დღეა, „საზღვრის“ გავლებით არის დაკავებული, რასაც აქტივისტები საქართველოს ტერიტორიის მიტაცებად და მის მცოცავ ოკუპაციად აფასებენ.
საქართველოს ესტუმრა ამერიკელი მწერალი ტიმ კაჰილი, რომლის წიგნები მსოფლიოს მრავალ მხარეში მისივე მოგზაურობათა აღწერას წარმოადგენს. ხუთშაბათს კაჰილი თბილისის მწერალთა სახლში შეხვდა ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს და მათ სამოგზაურო ლიტერატურის ჟანრში თავის გამოცდილებაზე უამბო.
26 თებერვალს რადიო „თავისუფლების“ დილის სტუმარი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა. მან თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურობაზე ისაუბრა
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ყოველდღიურად რამდენიმე მათხოვარი ბავშვის ნახვა შეიძლება. კანონმდებლობის თანახმად, თუკი პირი ბავშვს ამათხოვრებს, ის უნდა დაისაჯოს.
19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის ქუჩებში გაზეთი გაავრცელა. გაზეთში მოცემული იყო ინფორმაცია ევროკავშირზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. კამპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
18 თებერვალს, თბილისში, ბინები გადაეცა 90 დევნილ ოჯახს. ბინები ფარული კენჭისყრით გაანაწილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
ევროსასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, საჩივრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
14 თებერვალს თბილისში გაიხსნა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი გულიას რესტავრირებული ძეგლი.
14 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე
12 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ 50-მდე პირმა ხმაურიანი აქცია გამართა.
პირველი ქართული პორტალი, ინტერნეტტელევიზია „არტარეა“, რომელიც ხელოვნების თითქმის ყველა დარგს მოიცავს, დაარსებიდან თითქმის წელიწადნახევრის თავზე სატელევიზიო სივრცეში ინაცვლებს
11 თებერვალს თბილისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) წარმოადგინა გამოკვლევა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტიანობას მიმოიხილავს.
ჩამოტვირთე მეტი