რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
6 თებერვალს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ხაიშში ხუდონჰესის კაშხლის მშენებლობა გააპროტესტეს.
3 თებერვალს ორგანიზაცია „მწვანე მუშტმა“ სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია-კონცერტი მოაწყო.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა.
თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებმა, რომლებმაც მუხროვნის აჯანყების საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს.
განათლების სამინისტროს წინა ასამდე მანდატურმა გამართა აქცია. ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ითხოვდნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მანდატურები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას, მათი ხელფასები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან მერვე წელს საბურთალოს პანთეონში მისი ახლობლები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ. სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერაც არ არიან დასჯილები.
28 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ კაიკაციშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე, რომელიც ქართული კომპანიების მიერ შრომის კოდექსის ახალი სტანდარტების შესრულებას ეხება.
27 იანვარს, თბილისში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე სახალხო დამცველი და სხვა სტუმრებიც. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფათ მათ სანთლებიც დაანთეს.
27 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი დავით მაჭარაშვილი. 1 თებერვლიდან ძლიერმოქმედ მედიკამენტებს მომხმარებლები ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქებში ვეღარ შეიძენენ.
24 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო თვითმმართველობის კანონზე, სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვის გადავადებასა და სხვა საკითხებზე. ამასთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი უფრო კატეგორიეული უნდ
22 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ქეთევან ვაშაკიძე, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პრეზიდენტი.
ორგანიზაცია „მწვანე მუშტმა“ სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეები საყდრისის ოქროს საბადოსთვის ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.
17 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იუროსტი გიორგი გოცირიძე.
21 იანვარს სრულდება 90 წელი ვლადიმირ ლენინის გარდაცვალებიდან. რა იციან დღევანდელმა ქართველმა მოსწავლეებმა რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერზე?
თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი პირებისთვის სოციალური სახლების აშენების ინიციატივით გამოდის. პროექტი ამჟამად მუშავდება და ჯერჯერობით ყველა ნიუანსი გარკვეული არ არის.
ახალი პროექტით, კარვების ნაცვლად აშენდება კარკასული ნაგებობა, რომელშიც უსახლკაროებს მუდმივად დარჩენა შეეძლებათ.
13 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი. მან ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე, რომელიც მარტოხელა დედების სამართლებრივი სტატუსის შემოღებასა და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას შე
უძველესი ოქროს საბადოს გადასარჩენად სამოქალაქო პირებმა 10 იანვარს თბილისში, კომპანია RMG-ს ოფისის წინ აქცია გამართეს.
თბილისის მერიასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გაეპროტესტებინათ. შეკრებილები აცხადებენ, რომ მშენებლობა ქალაქის მწვანე საფარს კიდევ უფრო შეამცირებს.
ჩამოტვირთე მეტი