რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
8 იანვარს საპატრიარქოსთან სოციალური ქსელების მეშვეობით შეკრებილმა პირებმა აქცია გამართეს. ისინი ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედების მხარდასაჭერად გამოვიდნენ. პარალელურად საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ პატრიარქის მხარდამჭერებიც.
8 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის" კოორდინატორი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების გაჭიანურებულ პროცესზე.
6 იანვარს სათნოების სახლ „კათარზისში“ საახალწლო კონკურსი გაიმართა. მოხუცებმა თავიანთი შესაძლებლობები სცენაზე წარმოაჩინეს. ოცზე მეტი მონაწილე ერთმანეთს ცეკვასა და სიმღერაში შეეჯიბრა.
2013 წლის მთავარი მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება იყო. როგორც შარშან, ასევე წელსაც აქტუალური დარჩა დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირების საკითხი.
30 დეკემბერს მთაწმინდის პარკში „საშობაო სოფელი“ გაიხსნა. 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ბავშვებს საშუალება ექნებათ „საშობაო სოფელს“ ესტუმრონ, ისრიალონ ყინულის მოედანზე. მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას ბავშვებისთვის სპეციალური, ორკვირიანი გასართობი პროგრამა აქვს შემუშავებული.
საქართველოში, სოფელ ვეძათხევში მცხოვრები 11 ოჯახი სასწრაფო გასახლებას ითხოვს. მეწყრის შედეგად სოფელი უკვე წლებია გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივ მოსახლეებს არა აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ექიმს ან შეიძინონ პროდუქტები.
25 დეკემბერს თბილისის საკრებულოს წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, გამიზნულია ცხრასართულიანი ნაგებობის აღმართვა. იჭრება ხეები, რაც პარკსა და ზოგადად თბილისის ეკოლოგიურ გარემოს დიდ ზიანს აყენებს.
24 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში ახალი ექსპონატების გამოფენა მოეწყო. მუზეუმში გამოფინეს ილია ჭავჭავაძის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის დროს მიერ მიღებული და ხელმოწერილი გადაწყვეტილება.
20 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ამგვარ აქციას სამინისტრო ყოველი ახალი წლის დამდეგს უკეთებს ორგანიზებას. აქციაზე წიგნების ფასდაკლებით შეძენა იყო შესაძლებელი. ღონისძიებაში 14-მდე გამომცემლობა მონაწილეობდა.
17 დეკემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
10 დეკემბერს მსოფლიოში აღნიშნავენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოშიც იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ უსახლკაროებს.
9 დეკემბერს თბილისში, „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ფორუმი, რომელზეც საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები განიხილეს. ექსპერტების თქმით, საპროცესო შეთანხმებას აქვს საკანონმდებლო ხარვეზები, ამასთან, მას ხშირად იყენებენ არასწორად.
2-დან 8 დეკემბრამდე თბილისი რიგით მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ნაჩვენები იქნება ქართული და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ასზე მეტი ფილმი. ასევე ჩატარდება პროფესიული მასტერკლასები. ფესტივალი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ეძლევათ პროფესიული განათლება მიიღონ.
27 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მოისწრაფიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა შეღავათიანი აგროკრედიტის მიმდინარეობაზე, იმ ცვლილებებზე, რომლებიც პროექტმა განხორციელების პროცესში განიცადა და პი
24 ნოემბერს სათემო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართეს აქცია „ჩვენი რეპრესია შენი რეგრესია“.
23 ნოემბერს ათი წელი სრულდება ვარდების რევოლუციისა, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობა მიხეილ სააკაშვილის მთავრობით შეცვალა. ვინ როგორ აფასებს ამ თარიღს? ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ მოქალაქეები გამოკითხა.
„წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. სოკოვანი დაავადების გამო განადგურებულია ბზის კორომების 90 პროცენტამდე. ექსპერტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, აუცილებელია ჩარევა, რომლის შედეგადაც შესაძლოა ბზა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს.
კულტური მემკვიდრეობის კანონში შესატან ცვლილებებს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებენ.
20 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ორგანიზაციის, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“, დირექტორი იასმინ პამუკი.
ჩამოტვირთე მეტი