რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
საქართველოში პირველად აღინიშნა ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე. ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კონფერენცია გაიმართა.
14 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცა „საქართველოს რკინიგზის“ ორი ათასი თანამშრომელი. გაფიცულები მოითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების გაცემას სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით. გაფიცვაში არ მონაწილეობდნენ მემანქანეები.
6 ნოემბერს, თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ფლეშ-მობი სახელწოდებით: „ქარის წისქვილი - ვუთხრათ ‘დიახ’ განახლებად ენერგიებს“. ღონისძიება საქართველოს მწვანეთა ორგანიზაციის თაოსნობით მოეწყო.
თბილისში, ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ასამდე ადამიანი აცხადებს, რომ მათ შენობიდან ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე ასახლებენ. შეჭრილები ამბობენ, რომ შენობის დაცვის წევრები მათ ყოველდღიურად შეურაცხყოფენ, ამჯერად კი აიძულებენ ბინები დატოვონ. თავის მხრივ, სოციალური დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა და შეჭრილებს მისი დატოვება მოუწევთ. სამი თვის ბინის ქირით უზრუნველყოფენ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან.
28 ოქტომბერს, თბილისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ევროპარლამენტის დელეგაციის, ნატოს გენერალური ასამბლეის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, გაეროსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა. უცხოელმა მეთვალყურეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა ჟოაო სოარეშმა არჩევნებს „პოზიტიური“ და „გამჭვირვალე“ უწოდა.
იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდენ, ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდათ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ე.წ. სპეცუბნებზე. 27 ოქტომბრისთვის საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 34 სპეციალური უბანი, რომლებშიც 12 200 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
25 ოქტომბერს თბილისში კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნები მათ საჭიროებებთან ადაპტირებული არ არის, რის გამოც იძულებულნი არიან გადასატანი ყუთებით ისარგებლონ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საარჩევნო უბნები შშმპ-ისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით გამწვავდა უსახლკარო პირთა პრობლემა.
ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც 12 წევრისაგან შედგება. სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. 23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა დათო ქარდავას (ჯიმშერ რეხვიაშვილი) წიგნი „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“. წიგნში თავმოყრილია მტკვრის ისტორია და ის დოკუმენტული მასალები, რომელიც ამ მდინარეზე მოიპოვება. წიგნი გაფორმებულია საარქივო მასალებითა და ფოტოსურათებით, რომელიც მხატვარმა გოგა ქართველიშვილმა დაამუშავა.
თბილისში, საკრებულოს წინ, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა უსახლკაროების მხარდასაჭერად აქცია მოაწყო. შეკრებილები ქალაქის მთავრობისგან ითხოვენ ზამთრის დადგომამდე თავშესაფრით უზრუნველყონ ის პირები, რომელებიც ბინის უქონლობის გამო ქუჩაში ცხოვრობენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ უნდა განმეორდეს შარშანდელი შემთხვევა, როდესაც უსახლკაროების ნაწილი თავს სახელდახელო კარავს აფარებდა, ყონვების გამო იყო მსხვერპლიც.
7 ოქტომბრიდან რადიო თავისუფლებამ დაიწყო წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი, რომელიც ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ პროგრამებს ეთმობა. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი რადიო თავისუფლების დილის ეთერში საკუთარი პროგრამით წარდგება. ჩვენ თითოეულ მათგანს ვუსვამთ ერთსა და იმავე კითხვებს, რომლებიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე მათეულ ხედვას და ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ აპირებენ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. 16 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა ჭოხონელიძე, პრეზიდენტობის კანდიდატი რიგითი ნომრით 18.
7 ოქტომბრიდან რადიო თავისუფლებამ დაიწყო წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი, რომელიც ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ პროგრამებს ეთმობა. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი რადიო თავისუფლების დილის ეთერში საკუთარი პროგრამით წარდგება. ჩვენ თითოეულ მათგანს ვუსვამთ ერთსა და იმავე კითხვებს, რომლებიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე მათეულ ხედვას და ვცდილობთ, გავარკვიოთ როგორ აპირებენ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. 16 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მიხეილ სალუაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი რიგითი ნომრით 16.
თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინ, ასამდე სტუდენტმა გამართა აქცია. აქციაში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. შეკრებილები სოჭის ოლიმპიადაზე ქართველების მონაწილეობის წინააღმდეგი არიან.
თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიებები 4 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება. „არტისტერიუმში“ 15 ქვეყანა მონაწილეობს. ისინი გამოფენებით, პერფორმანსებითა და სხვა კულტურული ღონისძიებებით არიან წარმოდგენილი. „არტისტერიუმი“ 2008 წელს დაფუძნდა კულტურის სამინისტროს ინიციატივით და ყოველწლიურად ტარდება.
რვა ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს ონლაინპეტიციას სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით. რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში გამვლელები გამოჰკითხა, რას ფიქრობენ მოახლოებული ოლიმპიადის შესახებ და უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.
უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასაკოვანი ადამიანები მათ ხშირად აკითხავენ და მათი უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ.
4 სექტემბერს ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტივისტები შეიკრიბნენ.
თბილისში შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრის გადმოწევას აპროტესტებენ. ისინი აქციის ჩასატარებლად საზღვრისპირა სოფელ დვანში გაემგზავრნენ. ადგილი, სადაც რუსეთის მხარის მოთხოვნით საზღვარი უნდა გავიდეს, ქართულ სოფელ დვანის რამდენიმე მაცხოვრებელს საზღვრის მეორე მხარეს ტოვებს. მოსახლეობას ოთხშაბათამდე მისცეს ორდღიანი ვადა, რათა მათ სახლების დაცლა და მოსავლის აღება შეძლონ. რუსული მხარე საზღვარს მავთულხლართებით ამაგრებს. სადავო ტერიტორია დაახლოებით 100 – 150 ჰექტარია.
25 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. ის გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში შეხვდა კონფლისქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. როგორც მინისტრი ამბობს, შეხვედრის მიზანი იყო, პირადად მიეღოთ ინფორმაცია კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ხალხის საჭიროებების შესახებ. რა ნახა დავით ნარმანიამ სოფლებში, რა პრობლემები აქვს იქაურ მოსახლეობას, როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას რეგიონული განვითარების სამინისტრო?
ჩამოტვირთე მეტი