თურქეთის ხელისუფლება ნერგავს ახალ საგანმანათლებლო მოდულს, რომელიც თურქეთის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში თურქეთის განათლების სამინისტრომ გამოსცა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებშიც ტერმინი „ცენტრალური აზია“ შეცვლილია „თურქესტანით“.