ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მილიარდერ სენატორსა და სახელმწიფო დუმაში მეზობელი რესპუბლიკების, დაღესტნისა და ინგუშეთის წარმომადგენლებს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მათ „სისხლის აღებით“ ემუქრება.
„ქართული ოცნება“ მმართველობის მე-12 წელს მეოთხედ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პერიოდის ამ ეპიზოდშიც გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა ივანიშვილის პარტია „შეცდომას შეცდომას უშვებს“, - ამბობენ ანალიტიკოსები.
„სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, სანქციები ბიძინა ივანიშვილს „აგენტების კანონისა“ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობის გამო, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს - ევროპარლამენტში საქართველოზე მორიგ რეზოლუციას განიხილავენ.
„დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისათვის“ - სამშაბათს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს შესახებ. ახსენეს „ლუკაშენკას გზით სიარულიც“ და „სუვერენიტეტიც“.
შეერთებული შტატები, საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი პოლიტიკის გადახედვის დაწყების პარალელურად, ცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი ჩართულობის პოლიტიკას. ახალ სტრატეგიაში საქართველო, შტატების ყოფილი მტკიცე მოკავშირე, მეორე რანგზე გადასვლის კანდიდატია და მას სომხეთი ანაცვლებს.
„აგენტების კანონის“ ამოქმედებიდან ორი თვის თავზე „აგენტების რეესტრში“ - ფორმალურად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში“, რის ამოქმედებასაც საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება მოჰყვა, - პირველი ოქტომბრის დილას ხუთი ორგანიზაცია გამოჩნდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) არსებობის 24-წლიან ისტორიაში პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს საქართველოში. ამის მიზეზი გახდა „ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილება TI „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოეცხადებინა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები, - გარდა იმ ქალაქებისა, სადაც დიპლომატიური მისიები არსებობს და სადაც სულ მცირე 50 ადამიანია ჩაწერილი, - არ გაიხსნება. ასეთი მხოლოდ 60 უბანია.
150-წევრიანი პარლამენტისათვის „ქართული ოცნების“ 170-წევრიან საარჩევნო სიას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, ახლანდელი პარლამენტარებიდან 14 სახელი აკლია.
როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ხაზს უსვამს, რომ საქართველომ 20 წლის განმავლობაში წვლილი შეიტანა ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში და ხელი შეუწყო გლობალურ მშვიდობას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს: „ომში გაყოლა … არ გვევალებოდა“.
მიმართვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, საუბარი „მშვიდობაზე“, „სიამაყისა და ღირსების დაბრუნებაზე“, ერთწინადადებიანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტს, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.
შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებსა და „ალტ-ინფოს“ ლიდერებს „მაგნიტსკის აქტზე“ დონალდ ტრამპის დაშენებული ბრძანების საფუძველზე დაუწესა სანქციები; „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით კი, ბიძინა ივანიშვილისთვის გამზადებული სანქციების პაკეტს საფუძვლად ჯო ბაიდენის 14024-ე განკარგულება უდევს.
„მცდელობა იყო. და მე მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც… არ გამოვიდა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოსა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას უშედეგო მოლაპარაკებებს საარჩევნოდ გაერთიანებაზე.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ახალი სანქციები დაუწესა. ადრესატებს შორის მაღალჩინოსნებიც არიან - შსს-ს სპეცრაზმის უფროსი და მისი მოადგილე. კომერციული ბანკები არაფერს ამბობენ. მათ ნაცვლად საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად იცავს და დაიცავს“ სანქციებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს წელს მეორედ ეწვია და უკვე მეორე პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა მოლაპარაკებები.
ტრადიციულად ძლიერ მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს შორის ვითარება მსუბუქად დაიძაბა. მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებისთვის საკვანძო „ზანგეზურის დერეფანია“.
ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, ექსპრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ერთგული კადრები, სახელოვანი სპორტსმენები და ახალი სახეები - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული "სტაჟიანი და ახალი" წევრებისგან შედგება.
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საქართველოში მივლენილი დროებითი რწმუნებული გაიწვია. დასაბუთებისას თქვა, რომ რწმუნებულს „აბსოლუტურად არ ესმის“ ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატიის რეალიები, უკრაინას კი საკუთარი დიპლომატებისაგან სჭირდება „კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა“.
თბილისი აკვირდება სოხუმსა და მოსკოვს შორის „უკიდურესობამდე დაძაბულ ვითარებას“, - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე" - „არ გვმართებს, ხელოვნურად ვცადოთ პროცესების დაჩქარება“.
ჩამოტვირთე მეტი