რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
მეორე დღეა, თბილისში, მუხიანის აგარაკების 4500-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება - მიზეზი კომპანია „ყამარსა“ და „სოკარს“ შორის არსებული უთანხმოებაა.
საქართველოში გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.
პროკურატურამ 22 სექტემბერს დაკავებულ ძმებს, გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს 2 ოქტომბერს ახალი ბრალდება წარუდგინა - 10 მილიონი ლარის „გათეთრება“.
გერმანული ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში, ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს - მიზეზად იგი საქართველოში შექმნილ „პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს“ ასახელებს.
ქართველი ებრაელი სტომატოლოგი, შოთა მუსაევი ერთ-ერთი მგზავრი იყო Flydubai-ის თვითმფრინავზე, რომელიც 30 სექტემბერს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენისას ჩამოგდებას გადაურჩა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია - ინფორმაცია საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა 30 სექტემბერს.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აცხადებს, რომ 30 სექტემბრიდან ქვეყანაში „ძვირადღირებული ავტომობილების“ იმპორტი აიკრძალება.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ, „ტელეიმედმა“ 2025 წელი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა, - ვიგებთ ტელეკომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან, რომელიც 30 სექტემბერს გასაჯაროვდა.
ბერა ივანიშვილი „ქოლ-ცენტრების მფარველობასთან“ დაკავშირებული და სხვა ბრალდებების წინააღმდეგ სასამართლო დავას აანონსებს. მისი თქმით, ადვოკატად დაიქირავა დავით ასათიანი („ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე 2017-2025 წლებში).
ოფიციალური ბაქო მკაცრად გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შეშფოთებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მასში აზერბაიჯანისადმი „ტერიტორიული პრეტენზიები“ დაინახა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები, საქართველოს შემდეგ, მეზობელ აზერბაიჯანშიც შეწყდა.
23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ტყუპ ძმებს, 40 წლის გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, ასევე, მათ პირად მცველს, ალექსანდრე ჩაფოძეს.
გორში გაუქმდა მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz-ი) კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო - მიზეზად მუსიკოსი და ორგანიზატორი უსაფრთხოების ზომების არარსებობას ასახელებენ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებების ფონზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, - რომელმაც გასულ კვირას, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, ევროპის საბჭო გააკრიტიკა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან“ (TSPS) ერთად ბახმაროში ჩატარებული ტრენინგის გამო, - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.
ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან“ ერთად ბახმაროში ჩატარებული სემინარი, - რის შემდეგაც საქართველოს აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო, - გაიმართა ევროსაბჭოს „საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.
22 სექტემბერს, გამთენიისას თბილისში დააკავეს ძმები, 40 წლის გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, - რომელთა სახელსაც მედია წლების განმავლობაში უკავშირებდა კრიმინალურ სამყაროს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე აცხადებს, რომ 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სისტემაში 19-წლიანი მუშაობის შემდეგ, ადმინისტრაციის დირექტორის პოსტი 21 სექტემბრიდან დაატოვებინეს.
საქართველოში ეძებენ ბრიტანეთის მოქალაქე მარკ ჯექსონს, 58 წლის კაცს, რომელიც გაუჩინარებამდე იმერეთში, ქუთაისის მახლობლად იმყოფებოდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს, შეისწავლოს „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) მიერ „გრანტის მიღება“ ევროსაბჭოსგან, - თუმცა ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია მხოლოდ მასპინძელი იყო.
სექტემბრის მეორე ნახევრიდან, 18 სექტემბრიდან, საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი მგზავრობის ტარიფებს 12%-ით აძვირებს.
ჩამოტვირთე მეტი