რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
უკვე 17 დღეა, რაც 49 წლის ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელი შიმშილობს.
გაამჟღავნა თუ არა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების ადგილსამყოფელი და ჰქონდა თუ არა მას იმის თქმის უფლება, რაც თქვა? ამ საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო.
„გამარჯობა, იცი, რაზე ვფიქრობ? ვინმეს გიკეთებიათ საქმე, ყველაზე მაგრად რაც გამოგდით, გინდ პროფესია დავარქვათ, გინდ გატაცება. მოკლედ, საქმე, რაც გისწორდება, იმას რომ აკეთებ და ყველაზე მაგრად რომ გამოგდის ეგ საქმე, ხომ მაგარია? აი, მასე ვარ მეც“...
„მეგობრებო, გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველიდან, ჩატენეს მანქანაში“... ეს პოსტი სოციალურ ქსელში 18 იანვრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის 17 ნომერში, აფეთქების ხმა 14 იანვარს, ღამის პირველის ათი წუთისთვის გაისმა. 9-სართულიანი კორპუსი, ყოფილი სამხედრო სასტუმრო, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერმა აფეთქებამ შეაზანზარა.
„გამარჯობა მე მარიამი ვარ და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს“, - ეს პოსტი მარიამ პერტიამ სოციალურ ქსელში 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ თითქმის ორი საათი გაატარა ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე. გამომძიებლებთან საუბრისას დაწვრილებით გაიხსენა 23 დეკემბერს, ფოთში, აღმაშენებლის 19 ნომერში თავდასხმის დეტალები. ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს და ამბობს, რომ 37 წლის ტრანსგენდერი ქალი გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით არ მოუკლავს. ის არ ეთანხმება პროკურატურის არც იმ ბრალდებას, რომ კესარია აბრამიძეს სისტემატურად სცემდა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 11 დღით გახანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქსტატის ხელმძღვანელმა 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
19 დეკემბერს სრულდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 14 ნოემბერს, ონლაინ, თვითრეგისტრაციით დაიწყო, 29 ნოემბრიდან კი პროცესში საქსტატის ინტერვიუერები ჩაერთვნენ. აღწერა, რომელიც ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას დაემთხვა.
ამ დღეებში, პროევროპული აქციების პარალელურად, თუკი რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით, პარლამენტთან, მის მიმდებარედ, ქაშუეთთან, კლასიკურ გიმნაზიასთან დღის საათებში მოხვდებოდით, შესაძლოა, გეგრძნოთ ცხვირის, თვალების წვა, რასაც მოჰყვა ცემინება, ხველება.
ფეისბუკმა დაბლოკა აქციებზე გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით ცნობილი ეგვიპტელი ფოტოგრაფის, ეზ გაბერის პირადი გვერდი.
პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა და დაკავება პოლიციამ და სპეცრაზმმა ღამის 2 საათისთვის დაიწყო. უკვე მოგვიანებით კი დაკავებები მთელ რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნამდე გაიშალა.
27 ნოემბერს, პარლამენტში, ჯერ კიდევ კომიტეტების გაერთიანებულ, პირველ სხდომაზე იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე, როდესაც ინსტაგრამზე მის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის ავტორს, საკუთარი ინიციატივით გამოელაპარაკა და სექსისტური შინაარსის, შეურაცხმყოფელი გზავნილები მისწერა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში, 26 ნოემბერს, ვერბალურ ნოტას გაუგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენის დაზიანების გამო.
ზუსტად 3 წუთი დასჭირდა მოსამართლე დავით კუპატაძეს, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გაეშვა.
48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, დიღმისა და ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორები დატოვეს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებულებმა.
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი. როგორც მისი თანამებრძოლი, ალექსანდრე როგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 26 წლის ზურაბ შვანგირაძე, 19 ნოემბერს დაკრძალეს თბილისში, ვაზისუბნის სასაფლაოზე.
ჩამოტვირთე მეტი