რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში, რომელიც ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ადგილობრივი მცხოვრებლები თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფებიან. უკრაინული მხარის მონაცემებით, ზამთარში ბევრი ადამიანი გაიყინა და შიმშილით მოკვდა.
ყირიმში სამხედრო ობიექტებზე იერიში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოკავშირეების მიერ მოწოდებული Storm Shadow/SCALP სისტემის რაკეტებით მიაქვთ. ნახევარკუნძულზე რუსული საჰაერო თავდაცვის უახლეს სისტემებს (С-400 „Триумф“) წარმატებით ანადგურებს უკრაინული საზენიტო კომპლექსი „ნეპტუნი“ (R-360 Neptune).