ბაქოში გამართულმა საიდუმლო შეხვედრამ, რომელშიც გერმანიის ყოფილი პოლიტიკოსები და რუსეთის გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ევროპაში კითხვები გააჩინა. იყო თუ არა ეს ომის დასრულების მცდელობა, თუ კრემლის მორიგი გავლენის ოპერაცია დასავლეთზე?
9 მაისის წინ მოსკოვი უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების რეჟიმში გადავიდა: წითელ მოედანზე აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაივლის, ქალაქში კი მობილურ ინტერნეტს გათიშავენ. კრემლი უკრაინას ემუქრება, კიევი კი არჩევანის წინაშეა - დაარტყას თუ არა პუტინის მთავარ სიმბოლოს.
2026 წელი რუსეთისთვის დიდ სპორტსა და მსოფლიო კულტურულ სცენაზე დაბრუნების წლად იქცა. ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსმა სპორტსმენებმა პარალიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზეს, რამაც ევროპის არაერთი ქვეყანა აღაშფოთა.