რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო უკვე ორ თვეზე მეტია, საქართვეოდან ავღანეთში, ირანის გავლით, სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის წახალისებას ცდილობს.
ბრალდებული დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“, შეუჩეროს უფლებამოსილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.
ძმები ფეიქრიშვილებისა და ვატო ყიფიანის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, მიმდინარე კვირაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, დავით ფეიქრიშვილი „კანონიერ ქურდს“, მეტსახელად „კოტიკს“ ტელეფონით ესაუბრება.
დავით ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანი ჯერ საკანში შეუსახლეს, შემდეგ კი ყიფიანმა და მისმა გარემოცვამ პატიმარს სცემეს – ამბობს ფეიქრიშვილის ადვოკატი. ამას კატეგორიულად უარყოფენ პენიტენციური სამსახურიც და თავად ვატო ყიფიანიც.
გლდანის ციხეში შესახლებული ვატო ყიფიანის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით ესაუბრა.
გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიაყენეს, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
დედის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს ციხეში სცემეს, - სპეციალური პენიტენციური სამსახური ამას „კატეგორიულად უარყოფს“. დედა შეხვედრას ითხოვს, პენიტენციურში კი ამბობენ, რომ „პაემნებზე შეზღუდვა აქვს“.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს „უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“ და აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს.
2026 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წინა დღეს დაკავებულ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, მეტსახელად „კაწროს“.
15 ოქტომბერს გორში მდებარე „შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოდან“ ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ერთ პატარა ოთახში ერთად მოთავსებული მრავალი ლეკვი ჩანს.
პროკურატურა ვატო ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“, დაკავების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათ ბრალი წარუდგინეს.
2026 წლის 15 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2026 წლის 15 ოქტომბერს საქართველოში დააკავეს ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, - ფიგურები, რომლებსაც მედია წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროსთან აკავშირებდა.
„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ (თიკა) რუხაძისადმი კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია „კრიპტომატი“ ეხმაურება კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის პოზიციებს და ამბობს, რომ ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათდამი „ფავორიტიზმზე აბსურდულია“.
თბილისში დააკავეს ირანელი აქტივისტი, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი.
აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიის ნაწილის ცნობით, 200-მდე გაიზარდა 12 ოქტომბერს აზერბაიჯანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვისგან აცილება მოითხოვა, თუმცა კოლეგებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
7 ოქტომბერს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გამართეს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის მონახულების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა მის ადვოკატს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა, რასაც ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს.
ჩამოტვირთე მეტი