რადიო თავისუფლებამ წაიკითხა და შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს წააკითხა ჯგუფური ძალადობის საქმეების ორი განაჩენი - გვინდოდა დაგვეთვალა სიტყვების, წინადადებებისა და მსჯელობის მსგავსება მოსამართლეების, თამარ მჭედლიშვილისა და ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებებში.
ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმეზე მხოლოდ განაჩენის გამოცხადებაა დარჩენილი. ამ სტატიაში კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რის საფუძველზე ედავება ახალგაზრდებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და რატომ უწოდებენ მათ უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრებს.
ციხიდან გამოგზავნილ ამ წერილებში პროევროპულ აქციებზე დაკავებულები აღწერენ გზას ციხიდან სასამართლომდე და ჰყვებიან, როგორია ის დღე, როცა სასამართლომდე საკანი დროებით, რამდენიმე საათით უნდა დატოვონ და მორიგ პროცესზე ოჯახს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს შეხვდნენ.
დაკავებული თერთმეტი დემონსტრანტის საქმეზე გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა... ადვოკატებს მოწმეები ჰყავთ მოყვანილი. თუ პროკურორები ამ მოწმეებს უდაოდ ცნობენ აღარ დაიკითხებიან - დღეს გავიგებთ რა პოზიცია აქვთ მათ. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.
ჯგუფური ძალადობის საქმეში, რომელშიც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, ახალი მტკიცებულებაა - დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც, ადვოკატის თქმით, მინიმუმ ორი ადამიანის, ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას უდანაშაულობას ამტკიცებს. რა წერია ამ დასკვნაში?
ექვსი საათის განმავლობაში უსმენდა სასამართლო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეების მთავარი გამომძიებელ არსენ ხუნაშვილს. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, თუმცა, ალბათ, ყველაზე მთავარი იყო წინადადება - „ორგანიზატორებთან ბრალდებულების პირდაპირი კავშირი არ დასტურდება“.
გრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე
👨⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან
„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული დემოსტრანტების ორ საქმეზე ერთად, ჯამში, 10 პოლიციელი გამოიკითხა. მათგან ხუთი ორივე საქმის მოწმეა - პოლიციელების სასამართლოში მონაყოლი, ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე უფრო მეტს ჰყვება, ვიდრე - უშუალოდ საქმეზე, რისთვისაც ისინი იკითხებიან.
"ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე", - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 30 წლის ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.