ლაივბლოგის ამ ნაწილში ისევ მოგვიწევს ჩვენების ნაცვლად, ვიდეოები აღგიწეროთ. ტელევიზორთან კომპიუტერი ვერ დააკავშირეს, ამიტომ ახლა ლეპტოპის პატარა ეკრანზე გვიწევს ვიდეოების ნახვა, ანუ ხედავენ მხოლოდ ადვოკატები პროკურორები და მოსამართლე. დამსწრეებისთვის და ბრალდებულებისთვის შეუძლებელია გაარჩიონ, რა ხდება ვიდეოზე. ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვისაც შეუძლებელია.
ნუგზარ მირიანაშვილის დაკითხვა დასრულდა.
ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა პროკურატურის მიერ სასამართლოში მიტანილი ვიდეომტკიცებულება ჩაურთო და ეკითხება, ვინ ჩანს ვიდეოში. ამ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მხრიდან ისვრიან ნივთებს.
„ასეთი ჩაფხუთი თქვენც გეფარათ? ასეთი შავი ტანსაცმელი გეცვათ?", - კითხულობს ადვოკატი.
მოწმე პასუხობს: „ჩვენ შავი ტანსაცმელი არ გვაცვია, ციფრული ტანსაცმელი გვაცვია. ჭრელი.... ჩემს დანაყოფში შავი ტანსაცმელი არაა, სხვაგან რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით".
კითხვა დასვა ჯანო არჩაიამ: თქვენ იბრძოდით 2008-შიო. მოწმის თქმით ის სწავლობდა იმ დროს უნივერსიტეტში და არა.
არჩაია აგრძელებს: „1992-ში ვიყავი 17 წლის ბიჭი და არც ეკიპირება მქონდა, შიშვლები ვიბრძოდით, მე თქვენს მებრძოლობაში ეჭვი შევიტანე, მაშხალა რომ გესროლეს და იმან დაგაგდოთ და სამკურნალო გახდით, ჩვენ ტყვიები გვხვდებოდა და ნაიარევი მაქვს ცხრა, არ დავცემულვართ, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით".
ფორუმი