Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესმერალდას საიდუმლო


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „ანაგნორისმოსი“ („ამოცნობა“) რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის საიდუმლოთა ამოცნობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ამოცნობაზე „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“. ბოშებში გაზრდილი ესმერალდა მუდმივად ატარებს პატარა მაშიას, რომლითაც მშობლების პოვნას აპირებს. ამ პატარა მოცეკვავის გამოჩენაც მუდმივად იწვევს როლანდის კოშკის ერთადერთი ნებაყოფლობით პატიმრის, და გუდულას წყევლა-კრულვას. ამ უკანასკნელს მრავალი წლის წინ ბოშებმა პატარა შვილი, საყვარელი აგნესა მოსტაცეს და საზარელი არსებით შეუცვალეს. ყველაზე დრამატულ მომენტში გაირკვევა, რომ აგნესა ესმერალდა ყოფილა, დედა-შვილი ერთმანეთს მრავალი წლის ნალოლიავები მაშიებით იცნობენ, მაგრამ გვიან იქნება... ისე რომ არ იცოდა, რას აკეთებდა, პაკეტ შანტფლერიმ, იგივე და გუდულამ მტერს ჩააბარა საკუთარი შვილი და ამ ამბავს თვითონაც შეეწირა. არისტოტელეს „პოეტიკის“ მიხედვით, ამოცნობას ხშირად ახლავს ხოლმე პერიპეტია – ბედის ფუნდამენტური ცვლილება, ასე მოხდა ამ ნაწარმოებშიც. საიდუმლო, რომელსაც მთელი რომანის მანძილზე უნახავდა მწერალი პერსონაჟებსა და მკითხველს, ზამბარასავით შეიკუმშა, პოემის ბოლოს საზარლად გაიშალა და მისი ორი მატარებელი სასიკვდილოდ შეიწირა...

XS
SM
MD
LG