Accessibility links

ირანის პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის განცხადებით


ირანის პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის განცხადებით, ქვეყანაში სოციალური აფეთქება მოხდება, თუ კონსერვატორები მომავალშიც განაგრძობენ სტუდენტთა შორის უკმაყოფილების ჩახშობას.

ირანის პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის განცხადებით, ქვეყანაში სოციალური აფეთქება მოხდება, თუ კონსერვატორები მომავალშიც განაგრძობენ სტუდენტთა შორის უკმაყოფილების ჩახშობას.
ხათამიმ აღნიშნა, რომ ჯანსაღ საზოგადოებაში ოპოზიცია სავსებით ნორმალური, კანონზომიერი მოვლენაა. ეს განცხადება პრეზიდენტმა თეირანში, უნივერსიტეტის პედაგოგებთან და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. 1999 წლის ივნისიდან მოყოლებული, როცა ირანში სასტიკად ჩაახშეს რეფორმების მხარდამჭერ სტუდენტთა მშვიდობიანი გამოსვლები, ორ ათეულზე მეტი სტუდენტი პატიმრობაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG