Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვადა ეწურება აფხაზეთის კონფლიქტის


დღეს ვადა ეწურება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების მანდატს.

დღეს ვადა ეწურება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების მანდატს.
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ 2002 წლის 1 იანვრიდან სამშვიდობო ძალებს, რომელიც რუსეთის 1700 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, აღარ ექნება იურიდიული საფუძველი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მიიღო დადგენილება კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანის თაობაზე, პრეზიდენტი შევარდნაძე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
XS
SM
MD
LG