Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი, მოჰამად ხათამი პარლამენტართა


ირანის პრეზიდენტი, მოჰამად ხათამი პარლამენტართა სიტყვის თავისუფლებას ემხრობა.

ირანის პრეზიდენტი, მოჰამად ხათამი პარლამენტართა სიტყვის თავისუფლებას ემხრობა.
როგორც პრეზიდენტმა წუხელ განაცხადა, პარლამენტის წევრები სიტყვის თავისუფლებით უნდა სარგებლობდნენ, რათა პარლამენტისა და საზოგადოების უფლებების დაცვა შეძლონ. ეს განცხადება უკავშირდება 25 დეკემბერს პარლამენტარ ჰოსეინ ლოგმანიანის დაპატიმრებას სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით. ამ გადაწყვეტილებამ აღშფოთება გამოიწვია პარლამენტში, სადაც რეფორმათა მომხრეები ჭარბობენ. მაგრამ მათ მითითებას, რომ დაკავებული პარლამენტარი იმუნიტეტით სარგებლობს, სასამართლოები ჯერჯერობით უყურადღებოდ ტოვებენ.
XS
SM
MD
LG