Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ირანმა არ უნდა სცადოს ავღანეთის დესტაბილიზაცია, თუ ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრობა სურს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ირანმა არ უნდა სცადოს ავღანეთის დესტაბილიზაცია, თუ ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრობა სურს.
ბუშმა დღეს ვაშინგტონში საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ირანი არ იკედლებს ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” წევრებს, რომლებმაც შესაძლოა ავღანეთიდან გაქცევა შეძლეს. ამასობაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ჰამიდ რეზა ასეფიმ საინფორმაციო სააგენტო რეიტერსთან ინტერვიუში თქვა, რომ ირანი არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს თავის ტერიტორიაზე ”ალ-ყაიდის” წევრებს, ბინ ლადენის მებრძოლებს ან მომხრეებს. ასეფიმ აღნიშნა აგრეთვე, რომ ირანი არ ცდილობს ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, იქ ისლამური სისტემის ან მთავრობის ამოქმედების მისაღწევად. მანამდე გავრცელებული სხვადასხვა ცნობით, ირანი ცდილობს თავისი ზეგავლენის გაზრდას დასავლეთი ავღანეთის სასაზღვრო რეგიონებში და შესაძლოა, თავშესაფარს აძლევს ”ალ-ყაიდის” ზოგიერთ წევრს.
XS
SM
MD
LG