Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი


ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, შეერთებული შტატები, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ინანებს ამ ნაბიჯს.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, შეერთებული შტატები, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ინანებს ამ ნაბიჯს.
როგორც ხამენეიმ აღნიშნა, ირანი არასოდეს დაიწყებს ომს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები იერიშს წამოიწყებს, ის მკვეთრ რეაქციას უნდა მოელოდეს. ამის შესახება ხამენეიმ განაცხადა ირანის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობასთან შეხვედრაზე, რომელიც ისლამური რევოლუციის 23-ე წლისთავის წინა დღეს გაიმართა. ხამენეის განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშის ამასწინანდელ გამოსლვას, რომელშიც მან ”ბოროტების ღერძად” მოიხსენია ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა. ბუშმა ირანი ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” დახმარებაში, მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებასა და საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. დღესვე ჩრდილოეთი კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის განცხადება ”გიჟის” სიტყვებად არის მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG