Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად


დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონს,

დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონს,
სადაც ამერიკის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფია განთავსებული, წუხელ რაკეტა ესროლეს, მაგრამ არავინ დაშავებულა. ამერიკელი სამხედროები თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ძებნაში ეხმარებიან თავიანთ პაკისტანელ კოლეგებს. იმავე რაიონში ნახეს და უვნებელყვეს მეორე რაკეტა. ეს უკვე მეორე ამგვარი შემთხვევაა განვლილი ათი დღის მანძილზე. სკოლის შენობას დაბა მირანშაში, სადაც ამერიკელი სამხედროები დაბინავდნენ, 1 მაისსაც ესროლეს რაკეტა, მაგრამ იგი მიზანს ასცდა და არავინ დაშავებულა ასევე. ამერიკის დაზვერვის მონცემებით, დასავლეთ პაკისტანის საზღვრისპირა რაიონში ავღანეთიდან გამოქცეული თალიბები და "ალ-ყაიდის" მებრძოლები იმალებიან.
XS
SM
MD
LG