Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერალური ჯარი ჩეჩნეთში, საგანგებო ოპერაციებს


ფედერალური ჯარი ჩეჩნეთში, საგანგებო ოპერაციებს ატარებს გროზნოში,

ფედერალური ჯარი ჩეჩნეთში, საგანგებო ოპერაციებს ატარებს გროზნოში,
აგრეთვე ვედენოს, ნაურის, სუნჟენისა და შალის რაიონებში. რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, შეტაკებებისას 4 ჩეჩენი მებრძოლი იქნა მოკლული, ხოლო მეამბოხეებთან კავშირში ეჭვიტანილი 24 მამაკაცი – დააკავეს. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, სამხედროები არ უშვებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შალის რაიონის სოფელ მესკერ-იურტში, რომელიც მესამე დღეა უკვე, ალყაშია მოქცეული. სამხედროები სცემენ და აწამებენ სოფელში მყოფ მამაკაცებს, იარაღის მიკვლევის მიზნით საფლავებს თხრიან და ქალებს შეურაცყოფენ. 30-დე ადგილობრივი მკვიდრი – გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ჯარისკაცებმა. ნაღმზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად წუხელ გროზნოში ერთი მილიციელი დაიღუპა, 3-დაიჭრა.
XS
SM
MD
LG